მოსკოვის სიახლოვეს მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა
12/12/2022 09:07:22 მსოფლიო
მოსკოვის სიახლოვეს მდებარე ბალაშიხში, სავაჭრო ცენტრ „სტროიპარკში“ ხანძარი გაჩნდა.
როგორც რუსული მედია იუწყება, ცეცხლი შენობის პირველ სართულზე გავრცელდა. დაშავდა ერთი ადამიანი. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა შენობის სახურავის ნაწილი.
ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 35 ერთეული ტექნიკა და 110 ადამიანი. წინასწარი ვერსიით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობაზე მომხდარი მოკლე ჩართვის გამო გაჩნდა.
ბოლო რამდენიმე დღეში მოსკოვში მასშტაბური ხანძარი უკვე მეორედ გაჩნდა. 9 დეკემბერს ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში გაჩენილი ცეცხლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.


