რომში, კაფეში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
12/12/2022 07:57:17 მსოფლიო
იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ კაფეში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაიჭრა.
დაღუპულთა შორის არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის მეგობარი.
კაფეში, სადაც ინციდენტი მოხდა, რომის ერთ-ერთი საცხოვრებელი კვარტლის საბჭოს წევრები იყვნენ შეკრებილი.
ეჭვმიტანილი 57 წლის მამაკაცი დაკავებულია. გამოძიების ცნობით, იგი მსხვერპლთა ნაწილს იცნობს და მათთან დავა ადრეც ჰქონია.
პოლიციას დამნაშავის ვინაობა და თავდასხმის მოტივი ჯერ–ჯერობით არ დაუსახელებია.


