Accentnews.ge
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ყველამ უნდა აგოს პასუხი პუტინის ჩათვლით"

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ყველამ უნდა აგოს პასუხი პუტინის ჩათვლით"

12/12/2022 07:22:58 მსოფლიო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომის გაჩაღებისთვის პასუხი უნდა აგოს.

„პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს, ეს ეხებათ როგორც ჯარისკაცებს, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ, – ისე – ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს. ყველამ უნდა აგოს პასუხი ვლადიმირ პუტინის ჩათვლით", განაცხადა კლევერლიმ.

მისი თქმით, ლონდონმა მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მაგრამ ბრიტანეთი არ გამორიცხავს სხვა მექანიზმებს და გადაწყვეტილი აქვს, უკრაინასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად განსაზღვროს ყველაზე ეფექტიანი სისტემა სამხედრო დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად.

როგორც მან აღნიშნა, ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ ვლადიმირ პუტინს მართლაც სურს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S