Accentnews.ge
მარცველულის დერეფანი, სირია და რუსული გაზის ექსპორტი თურქეთში – ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს

მარცველულის დერეფანი, სირია და რუსული გაზის ექსპორტი თურქეთში – ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს

11/12/2022 15:45:05 მსოფლიო

დღეს რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც თურქული მხარე იუწყება, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმერ პუტინმა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები, განსაკუთრებით ერთობლივი ენერგეტიკული პროექტები, ასევე მარცვლეულის დერეფნის და რეგიონული საკითხები განიხილეს.

მარცვლეულის შეთანხმება

ერდოღანის ოფისის განცხადებით, ოფიციალურ ანკარას და მოსკოვს შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გავლით შეუძლიათ, დაიწყონ მუშაობა სხვა საკვები პროდუქტებისა და საქონლის ექსპორტზე, როგორიცაა რუსული სასუქები და სოფლის მეურნეობის პროდუქტები.

თავის მხრივ, კრემლი აცხადებს, რომ "მარცვლეულის შეთანხმება კომპლექსურია და მოითხოვს ბარიერების მოხსნას რუსეთიდან შესაბამისი მიწოდებისთვის, რათა დააკმაყოფილოს ყველაზე მეტად ღარიბი ქვეყნების საჭიროებები“.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოთქვა გულწრფელი სურვილი რუსეთ-უკრაინის ომის რაც შეიძლება მალე შეწყვეტასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს თურქული მხარე.

რუსული გაზის ექსპორტი თურქეთში

ერდოღანის ოფისის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას ორმა ლიდერმა ასევე განიხილა თურქეთში რუსული გაზის ექსპორტისთვის ჰაბის შექმნის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია "გაზპრომის" ხელმძღვანელი ალექსეი მილერი გასულ კვირას სტამბულში იმყოფებოდა.

"ხაზი გაესვა ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, უპირველეს ყოვლისა, გაზის ინდუსტრიაში“, - განაცხადა კრემლმა სატელეფონო საუბრის შემდეგ.

თურქეთ-სირიის საზღვარზე 30 –კილომეტრიანი უსაფრთხოების დერეფანი

ერდოღანმა ასევე მოუწოდა პუტინს, მხარი დაუჭიროს თურქეთ-სირიის საზღვარზე, კერძოდ ტერიტორიაზე, რომელიც დასახლებულია და ქურთების კონტროლქვეშაა, 30–კილომეტრიანი უსაფრთხოების დერეფნის შექმნას.

თურქეთმა სირიაში ქურთების პოზიციების დაბომბვა, ცოტა ხნის წინ სტამბოლში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ განაახლა, რაშიც ანკარა ქურთ მებრძოლებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S