მედია - ერდოღანმა მიანიშნა, რომ მომავალ წელს ბოლოჯერ იყრის კენჭს
11/12/2022 15:16:18 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შაბათს ქალაქ სამსუნში სიტყვით გამოსვლისას მიანიშნა, რომ იგი მომავალ წელს ბოლოჯერ იყრის კენჭს, – იუწყება თურქული მედია.
მისი თქმით, დროა, ადგილი ახალგაზრდებს დაუთმოს.
“იმედია, 2023 წელს ჩვენ დავიწყებთ თურქული საუკუნის მშენებლობას იმ ძალით, რომელსაც მივიღებთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერით ბოლოჯერ ჩვენი სახელით… ჩვენ გადავცემთ ამ წმინდა დროშას ჩვენს ახალგაზრდებს“, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთში არჩევნები 2023 წელს გაიმართება.


