
რუსეთში ირანის ელჩის ქალიშვილი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს
24/10/2019 11:09:14 სხვა, მსოფლიო
რუსეთში ირანის ელჩის მეჰდი სანაის ქალიშვილი მოსკოვში, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. საელჩოს განცხადებით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. მანამდე რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელჩის ქალიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.