იენს სტოლტენბერგი: "ნატო-რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა რეალურია"
10/12/2022 08:57:42 მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, "ნატო-რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა რეალურია".
„თუ რამე არასწორედ წავა, მერე შეიძლება, ყველაფერი საშინლად არასწორად წავიდეს. უკრაინაში მიმდინარე ომის არის საშინელი ომი. ეს არის ასევე ომი, რომელიც შეიძლება, გახდეს სრულმასშტაბიანი, რომელიც შეიძლება, გადაიზარდოს დიდ ომში ნატო–სა და რუსეთს შორის. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ, რათა თავიდან ავიცილოთ ეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.


