Accentnews.ge
მედია–  რუსეთი ირანში უპილოტო საფრენი მოწყობილობების სანაცვლოდ, ვერტმფრენებს აგზავნის

მედია–  რუსეთი ირანში უპილოტო საფრენი მოწყობილობების სანაცვლოდ, ვერტმფრენებს აგზავნის

10/12/2022 08:18:40 მსოფლიო

რუსეთი უპილოტო საფრენი მოწყობილობების სანაცვლოდ, ირანს თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და კომპონენტებს, ასევე ვერტმფრენებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის, – იუწყება NBC News თეთრი სახლის მაღალი თანამდებობის წარმომადგენელთა წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროების თანახმად, 2022 წლის გაზაფხულზე ირანელი მფრინავები რუსეთში სწავლობდნენ რუსულ სუ-35 ტიპის გამანადგურებლების მართვას. "ეს შესაძლოა, იმის მანიშნებელი იყოს, რომ ირანმა შეიძლება უკვე მომავალ წელს დაიწყოს ასეთი თვითმფრინავების მიღება", – აცხადებენ წყაროები.

მათი თქმით, ეს პარტნიორობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ირანის მეზობლებსაც რეგიონში:

"ჩვენ გავუზიარეთ ეს ინფორმაცია პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთში და მთელ მსოფლიოში".

უპილოტო საფრენი მოწყობილობები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინაში. ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინაზე თავდასხმებისას რუსეთი იყენებდა "გარან 2-ის" უპილოტო საფრენ მოწყობილობებს, რომლებიც, უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების მტკიცებით, არის "შაჰედ-136" უპილოტო საფრენი მოწყობილობები, რომლებიც რუსეთს ირანიდან მიეწოდება.

ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მოსკოვს მიაწოდა უპილოტო საფრენი მოწყობილობები, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს ომის დაწყებამდე მოხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S