„საჰაერო თავდაცვის გაძლიერება“: აშშ-მა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
09/12/2022 19:23:38 მსოფლიო
თეთრმა სახლმა გამოაცხადა ახალი $275 მილიონიანი დახმარების პაკეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის რუსული დრონების წინააღმდეგ.
როგორც AFP ციტირებს თეთრი სახლის წარმომადგენელს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბის, დახმარება „მალე მიეწოდება უკრაინას ახალი შესაძლებლობები მისი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და საფრთხის დასაძლევად, რომელსაც უკრაინა აწყდება უპილოტო საფრნენი აპარატების გამო“.
მანამდე Reuters წერდა, რომ შეერთებული შტატები ამზადებს უკრაინაში 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელიც მოიცავს დრონების და საჰაერო თავდაცვის საწინააღმდეგო საშუალებებს. არის მოლოდინი, რომ პენტაგონმა კიევს მიაწოდოს Lockheed Martin-ის წარმოების HIMARS რაკეტები, 155 მმ საბრძოლო მასალა, Humvee სამხედრო მანქანები და გენერატორები.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ცოტა ხნის წინ განუცხადა CNN-ს, რომ აშშ ახლა "ძალიან ორიენტირებულია" უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე.
ნოემბრის დასაწყისში სამხედრო დახმარების სახით შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გადასცა NASAMS-ის თანამედროვე საზენიტო სისტემები, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებს.
როგორც CNN აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტზე დაწყრდნობით აცხადებს, აშშ-მ თებერვალში ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინას ჯამში 19 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაუწია.


