Accentnews.ge
რიაბკოვი სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრის შესახებ იუწყება

რიაბკოვი სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრის შესახებ იუწყება

09/12/2022 19:04:15 მსოფლიო

9 დეკემბერს სტამბოლში ერთმანეთს შეხვდნენ რუსი და ამერიკელი დიპლომატები ორმხრივი ურთიერთობის რიგი ტექნიკური საკითხების განსახილველად, - იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის თქმით, მხარეები განიხილავენ "რთულ საკითხებს", მათ შორის – ვიზებს, საელჩოს პერსონალის რაოდენობას, თითოეული მხარის ინსტიტუტებისა და სააგენტოების მუშაობას საზღვარგარეთ, ასევე სხვა საკითხებსაც, რომლებიც არ დაკონკრეტებულა.

რიაბკოვის თქმით, შეხვედრა გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განყოფილებების ხელმძღვანელებს შორის.

მისი თქმით, ეს იყო ტექნიკური შეხვედრა და არა იმის ნიშანი, რომ მხარეები მზად არიან განაახლონ "ძირითადი საკითხების" განხილვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S