Accentnews.ge
ნობელის პრემიის ლაურეატები პუტინისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ

ნობელის პრემიის ლაურეატები პუტინისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ

09/12/2022 18:12:00 მსოფლიო

ნობელის პრემიის ლაურეატებმა (("სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი" უკრაინიდან, ბელარუსის უფლებადაცვითი ცენტრი „ვიასნა“, რუსული "მემორიალი") დაჯილდოების ცერემონიის წინა დღეს, 9 დეკემბერს ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე მხარი დაუჭირეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის იდეას უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის.

"ეჭვი არ მეპარება, რომ ადრე თუ გვიან, პუტინი სახალხო სასამართლოს წინაშე წარდგება", - თქვა „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის ხელმძღვანელმა“ ალექსანდრა მატვიიჩუკმა.

უკრაინელი უფლებადამცველი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო დანაშაულებებს იყენებს ხალხის წინააღმდეგობის გასატეხად.

მისი თქმით, ის, რომ ასეთი მეთოდების ფართოდ გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, არის ომის დანაშაულების დაუსჯელობის შედეგი, რომელსაც რუსეთი ათწლეულების მანძილზე სჩადის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის სირიაში.

უფლებადამცველმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინი და ლუკაშენკო ერთნაირ უკანონო მეთოდებს იყენებენ საკუთარ ქვეყნებში პროტესტის ჩასახშობად:

„მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ. ჩვენ უნდა დავარღვიოთ დაუსჯელობის ეს წრე, შევქმნათ საერთაშორისო ტრიბუნალი და ლუკაშენკო, პუტინი და სხვა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ სხვა ქვეყნებისა და ხალხებისთვისაც“.

ერთი დღით ადრე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაერო-ს მხარდაჭერით სპეციალიზებული სასამართლოს შექმნა შესთავაზა რუსული აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად. მან გამოაცხადა მზადყოფნა „დაიწყოს თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა მიიღოს ყველაზე ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა“.

საფრანგეთმა, ევროპელ და უკრაინელ პარტნიორებთან ერთად, დაიწყო მუშაობა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დანაშაულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე, –იტყობინებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური 30 ნოემბერს.

7 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ მოუწოდა გაეროს, გაეროს წევრი ქვეყნების პარლამენტებსა და მთავრობებს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, შექმნან სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S