"კონტაქტები გრძელდება": პუტინი აშშ–რუსეთს შორის პატიმრების კვლავ გაცვლას არ გამორიცხავს
09/12/2022 17:15:51 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის პატიმრების შემდგომი გაცვლა კვლავ შესაძლებელია და რომ ორი ქვეყნის დაზვერვის სამსახურებს შორის კონტაქტები გაგრძელდება. პუტინმა ამის შესახებ ისაუბრა 9 დეკემბერს ბიშკეკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი გაათავისუფლა ამერიკელი კალათბურთელის ბრიტნი გრაინერის სანაცვლოდ.
პუტინს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა, რომ სხვა პატიმრების გაცვლაც მოხდეს.
"დიახ, ყველაფერი შესაძლებელია. [...] კონტაქტები გრძელდება. ისინი, ფაქტობრივად, არასოდეს შეწყვეტილა... კომპრომისი მოიძებნა, ჩვენ არ უარვყოფთ ამ სამუშაოს გაგრძელებას მომავალში"- ციტირებს პუტინს Reuters.
იხილეთ ასევე: საკამათო გაცვლა – რა დგას კადრს მიღმა


