Accentnews.ge
„თბილისი – სოლიდარობის ქალაქი“: აქცია საახალწლო ილუმინაციების ანთების პარალელურად

„თბილისი – სოლიდარობის ქალაქი“: აქცია საახალწლო ილუმინაციების ანთების პარალელურად

09/12/2022 17:07:14 საზოგადოება

თბილისში საახალწლო ილუმინაციების ანთების ღონისძიების პარალელურად, მოქალაქეები აქციას მართავენ.

აქტივისტები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ წმინდა გიორგის მონუმენტთან დამონტაჟებული საახალწლო დეკორაციის შეცვლას მოთხოვნით. საუბარია წარწერაზე „თბილისი — მშვიდობის ქალაქი“. სწორედ ამ სლოგანმა გამოიწვია საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა, მიიჩნევენ რა მას უადგილოდ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მით უფრო, რომ საქართველომ ამ ომში 33 მებრძოლი უკვე დაკარგა და ცხედართა ნაწილი ჯერ კიდევ არაა ჩამოსვენებული სამშობლოში. აქტივისტებ მიიჩნევენ, რომ უპრიანი იქნებოდა სლოგანად „თბლისი –სოლიდარობის ქალაქის“ გამოყენება.

კრიტიკასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „მშვიდობის ქალაქი“ პოლიტიკური განცხადება არ არის და ოპონენტები სპეკულაციაში დაადანაშაულა.

აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მონუმენტის გარშემო ბანერებიც გაშალეს წარწერით – „სოლიდარობის ქალაქი“ და „გმირების ქვეყანა“.

„კალაძის პასუხი იყო ის, რომ დარჩა წარწერა. ანუ პასუხი იყო, რომ მე არ მაინტერესებს მოსახლეობის აზრი. ამიტომ ჩვენი აქცია შეიძლება, ყოფილიყო ჩვეულებრივი აქცია და გვეზეიმა მათთან ერთად ნაძვის ხის ანთება, ნაძვის ხის ანთებას და ახალ წელს ჩვენც ვზეიმობთ, თუმცა რადგან არ გამოყვა მოსახლეობის ხმას, ჩვენ მოვიტანეთ 170-მეტრიანი ბანერები. ჩვენი მესიჯით გადავფარავთ იმ წარწერას“,– თქვა აქტივისტმა ნატა ფერაძემ.

სიტყვა „სოლიდარობა“ ახსენა კალაძემ დღეს, თბილისის ცენტრში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებისას, როდესაც მიმართა შეკრებილ მოქალაქეებს:

„[...]სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა – ეს ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში უსურვებენ საკუთარ თავს და, რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანებს. ჩვენც, ტრადიციულად, სწორედ სანატრელი სურვილები ვაქციეთ ერთგვარ მოწოდებად და წელსაც ამ იმედით ვეგებებით ახალ, 2023 წელს“.

ფოტო: ბათუმელები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S