ყირიმში ტანკსაწინააღმდეგო ზღუდეების ონლაინ-გაყიდვები დაიწყო
09/12/2022 15:35:22 მსოფლიო
ანექსირებული ყირიმის მაცხოვრებლებს ტანკსაწინააღმდეგო ზღუდეების ინტერნეტით შეძენას სთავაზობენ.
შესაბამისი შეთავაზებები ინტერნეტ-სერვისზე "Авито" გაჩნდა, სადაც რკინაბეტონის ტეტრაედრები გასაყიდადაა გამოდებული.
ე.წ. "დრაკონის კბილებს" რუსული არმია ფართოდ იყენებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ჯავშანტექნიკის საწინააღმდეგოდ.
ინტერნეტში ეს ტეტრაედრები 6,2-დან 12,5 ათას რუბლამდე ღირს - ბეტონის ხარისხის, სისქისა და მეტალის წონის მიხედვით.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ანალოგიური ინტერნეტ-შეთავაზებები გამოქვეყნებულია უკრაინის მოსაზღვრე რუსული რეგიონების, კერძოდ, კურსკის, როსტოვის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქების მაცხოვრებლებისთვის.


