Accentnews.ge
აშშ-ის ელჩი უკრაინაში: "თუ რუსებს სურთ ომის შეჩერება, პუტინს ამის გაკეთება დღესვე შეუძლია"

აშშ-ის ელჩი უკრაინაში: "თუ რუსებს სურთ ომის შეჩერება, პუტინს ამის გაკეთება დღესვე შეუძლია"

09/12/2022 13:35:21 მსოფლიო

აშშ-ს ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი აცხადებს, რომ თუ რუსებს სურთ ომის შეჩერება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ამის გაკეთება დღესვე შეუძლია.

"თუ რუსებს სურთ ომის შეჩერება, პუტინს ამის გაკეთება დღესვე შეუძლია. მას შეუძლია შეაჩეროს, გაიყვანოს თავისი ჯარები და ომი დასრულდება. თქვენი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის მხარდაჭერა და უკრაინელების დაცვის უფლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა აშშ-ს ელჩმა უკრაინაში.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის უკრაინაში ომის დასასრულებლად.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, პუტინს შეუძლია გამოიყენოს სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასთან ახალი შეტევის დაწყებამდე არმიის შესავსებად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S