Accentnews.ge
რუსულ არმიაზე "ცრუ ინფორმაციის" გავრცელების ბრალდებით დაკავებულ  რუს ოპოზიციონერს 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

რუსულ არმიაზე "ცრუ ინფორმაციის" გავრცელების ბრალდებით დაკავებულ  რუს ოპოზიციონერს 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

09/12/2022 12:54:19 მსოფლიო

მოსკოვში მეშჩანსკის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი, კრემლის კრიტიკოსი ილია იაშინი დამნაშავედ სცნო რუსეთის შეარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციების გავრცელებაში. მოსამართლემ მას 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ამასთან, სასჯელის მოხდის შემდეგ მას 4 წლით ინტერნეტით სარგებლობა აეკრძალება.

პროკურატურა იაშინისთვის 9 წლიან პატიმრობას მოითხოვდა.

იაშინმა სასამართლოზე თქვა, რომ მისი მისია სიმართლის თქმაა და ამას გისოსებს მიღმაც არ დათმობს. სასამართლოს წინაშე მის საბოლოო სიტყვაში, მან პირდაპირ მიმართა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, დაახასიათა იგი, როგორც "ამ ხოცვაზე პასუხისმგებელი პირი" და სთხოვა "შეწყვიტოს ეს სიგიჟე".

იაშინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აპრილში მას შემდეგ აღძრეს, რაც მან ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაზე ისაუბრა. ბრალდების მხარის ვერსიის თანახმად, "პოლიტიკოსმა შეგნებულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია პოლიტიკური სიძულვილის ნიადაგზე, თუმცა იცოდა, რომ რუსეთი ზომებს მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად იღებდა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S