რუსეთში დაიწვა ქარხანა, რომელიც სამხედრო ტექნიკის საბურავებს აწარმოებდა
09/12/2022 12:38:19 მსოფლიო
რუსულ ბარნაულში ქარხანა დაიწვა, რომელიც თვითმფრინავებისა და სამხედრო აღჭურვილობის საბურავებს აწარმოებს,– იუწყება რუსული მედია.
ხანძარი დილის 05:00 საათზე გაჩნდა. 10:00 საათზე ადგილობრივმა მეხანძრე-მაშველებმა განაცხადეს, რომ მათ 1000 კვ.მ ფართობზე მოახდინეს ცეცხლის ლოკალიზება, თუმცა ჩაქრობას ართულებს დაბალი ტემპერატურა და ძლიერი კვამლი.
ხანძრის ლიკვიდაციაში 110 ადამიანი და 33 ტექნიკა მონაწილეობდა. მსხვერპლის და ხანძრის გამომწვევი მიზეზის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.


