Accentnews.ge
Bloomberg: ინდოეთის პრემიერმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა

Bloomberg: ინდოეთის პრემიერმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა

09/12/2022 12:34:22 მსოფლიო

რუსეთ-ინდოეთის ტრადიციული სამიტი წელს არ ჩატარდება. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დეკემბრისთვის ჩანიშნული შეხვედრა გააუქმა, - იუწყება "Bloomberg" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, ინდოეთის პრემიერის გადაწყვეტილება უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე ომს, კერძოდ, რუსეთის ბირთვულ მუქარას. მოდი თვლის, რომ ამ ეტაპზე პუტინთან შეხვედრა მას სარგებელს ვერ მოუტანს.

თავად მხარეებს ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ.

რუსეთ-ინდოეთის სამიტები 2000-იანი წლების დასაწყისიდან ყოველწლიურად იმართებოდა და მხოლოდ ერთხელ, 2020-ში COVID-19-ის პანდემიის გამო გადაიდო.

გასული წლის დეკემბრში პუტინი მოდისთან შესახვედრად ინდოეთს ეწვია და ეს მისი პირველი ვიზიტი იყო დსთ-ის ფარგლებს გარეთ პანდემიის დაწყების დროიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S