11 დეკემბერს ერდოღანი პუტინთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გამართავს
09/12/2022 12:20:55 მსოფლიო
11 დეკემბერს თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანი რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გამართავს
როგორც ერდოღანის ოფისი აცხადებს, თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაკავშირებულია მთელი მსოფლიოსთვის სერიოზულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ზიანთან.
დეკემბრის დასაწყისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ 2023 წლის გაზაფხულამდე ანკარას სურს დაინახოს "უფრო ნათელი სურათი" უკრაინაში მიმდინარე ომში ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების თაობაზე".


