Accentnews.ge
პატრიარქი: "ჯამბულათ ხოფერია საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა"

პატრიარქი: "ჯამბულათ ხოფერია საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა"

09/12/2022 08:57:40 საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა. სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.

"ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო

გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, - ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო.

იგი საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა.

ღმერთი შეეწიოს და მის უკვდავ სულს თვისი სავანე დაუმკვიდროს; ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი ლოცვის ძალა მისცეს და განაძლიეროს რწმენამ იმისა, რომ სიკვდილი რეალურად არ არსებობს და რომ გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობლებთან.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S