
ალასანია – სააკაშვილის შესახებ: "გაშვებაზე მე მგონი ლაპარაკიც არ არის, მე მგონი შესაძლებელი იქნება დისტანციურად ჩაერთოს"
09/12/2022 08:39:46 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ვარაუდობს, რომ მის შვილს დღეს სასამართლოზე დასწრების უფლებას არ მისცემენ.
მისი თქმით, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა ჩვენება სასამართლოს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში მისცემს.
„მე მგონია, [სასამართლოში] არ გაუშვებენ. ადამიანს დაჯდომაც უჭირს. არ ვიცი, რა ფორმით მოხდება. მე ვფიქრობ, რომ დისტანციურად, ნებისმიერი ფორმით რომ ჩაერთოს, თანახმა იქნება. თანადგომა მინდა. ჩემი შვილის მხარდაჭერა. სახელმწიფო ხომ მან ააშენა?!. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, როგორც ყოველთვის. გაშვებაზე მე მგონი ლაპარაკიც არ არის, მე მგონი შესაძლებელი იქნება დისტანციურად ჩაერთოს. არ ვიცი დღევანდელი სასამართლოს იმედი რამდენად გვაქვს, მაგრამ ხალხმა რომ დაინახოს, ამის სურვილი მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად აქვს. მე სასამართლოსთან ჩავიარე და იქაურობა პოლიციით არის გადავსებული. მე არ ვიცი, იქ ჩვეულებრივი ადამიანების ადგილი თუ დარჩა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.