Accentnews.ge
თავისუფლების მოდანზე აიღეს ჯებირები, რომლებზეც უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ფოტოები იყო განთავსებული

თავისუფლების მოდანზე აიღეს ჯებირები, რომლებზეც უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ფოტოები იყო განთავსებული

09/12/2022 07:48:05 საზოგადოება

თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხესთან, სადაც თბილისის საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქია" დამაგრებული, აიღეს ჯებირები უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ფოტოებით, ყვავილებითა და შავი ლენტებით. მოქალაქეებმა ადგილზე ისინი სოლიდარობისა და პატივისცემის ნიშნად მიიტანეს.

შესაბამისი ფოტო დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დღეს საღამოს 8 საათზე დაგეგმილია საახალწლო ნაძვის ხის და განათებების ანთება და საზეიმო კონცერტი რუსთაველის გამზირზე. პარალელურად მოქალაქეები აქციას გეგმავენ და სლოგანად "მშვიდობის ქალაქის" არჩევას გააპროტესტებენ - საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ უკრაინაში ომის ფონზე ამგვარი სლოგანი არაეთიკურია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S