მოსკოვის სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს მსხვერლი მოჰყვა
09/12/2022 07:12:58 მსოფლიო
რუსეთში, მოსკოვში მდებარე სავაჭრო ცენტრ "მეგა ხიმკიში" გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც რუსული მედია იუწყება, დაიღუპა დაცვის სამსახურის თანამშრომელი.
მისი ცნობით, ცეცხლი მოდებულია 7 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე. ხანძარი გამოიწვია სამშენებლო მასალების გერმანული კომპანია OBI-ს ჰიპერმარკეტში მომხდარმა აფეთქებამ, რომლის მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია. ჰიპერმარკეტი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობს.
OBI იმ უცხოურ კომპანიებს შორისაა, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უარი არ თქვეს რუსეთში საქმიანობის გაგრძელებაზე.


