აშშ უკრაინას დამატებით 275 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს
09/12/2022 06:27:21 მსოფლიო
აშშ უკრაინას დამატებით 275 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს. წინასწარი ინფორმაციით, გადაწყვეტილება ოფიციალურად დღეს გამოცხადდება.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საშუალებებს. ასევე, დამატებით საბრძოლო მასალებს უკრაინისთვის უკვე გადაცემული ჰაუბიცებისა და სარაკეტო სისტემებისთვის HIMARS.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე აშშ-მა უკრაინას 19.1 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია.


