Accentnews.ge
მედია  –  აშშ-მა სანქციები დაუწესა ერდოღანთან დაახლოებულ თურქ ბიზნესმენს, რომელიც ირანს ნავთობით ვაჭრობაში ეხმარებოდა

მედია  –  აშშ-მა სანქციები დაუწესა ერდოღანთან დაახლოებულ თურქ ბიზნესმენს, რომელიც ირანს ნავთობით ვაჭრობაში ეხმარებოდა

09/12/2022 06:21:22 მსოფლიო

აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაახლოებულ თურქ ბიზნესმენს, რომელიც ირანს ნავთობით ვაჭრობაში ეხმარებოდა, –იუწყება „პოლიტიკო“.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ "თურქი ბიზნესმენი სიტკი აიანის დახმარებით მიღებულ შემოსავალს ირანი მარიონეტული ძალების, მათ შორის ლიბანში მოქმედი „ჰეზბოლას“ დაფინანსებისთვის იყენებდა".

უწყების ცნობით, თურქი ბიზნესმენი ირანისთვის დაწესებული სანქციების არიდებისთვის გამიზნულ ქსელს ხელმძღვანელობდა, რომლის საშუალებითაც მილიონობით დოლარის ნავთობის უკანონოდ გაყიდვა გახდა შესაძლებელი.

აიანთან და მის კონგლომერატ „ეიბიეს ჯგუფთან“ ერთად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ბიზნესმენის შვილს და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორსაც. შავ სიაში შეყვანილ პირებს აშშ-ში ანგარიშები და აქტივები გაეყინებათ, ხოლო აშშ-ის მოქალაქეებს მათთან ბიზნესსაქმიანობა აეკრძალებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S