Accentnews.ge
მოსკოვის სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა

მოსკოვის სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა

09/12/2022 06:03:05 მსოფლიო

მოსკოვის სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკში“ აფეთქება მოხდა. რუსული მედიის ცნობით, ცეცხლი მოდებულია 7 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე.

როგორც რუსული მედია იუწყება, ხანძარი გამოიწვია სამშენებლო მასალების გერმანული კომპანია OBI-ს ჰიპერმარკეტში მომხდარმა აფეთქებამ, რომლის მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია. ჰიპერმარკეტი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, რადგან აფეთქების დროს სავაჭრო ცენტრი დაკეტილი იყო.

OBI იმ უცხოურ კომპანიებს შორისაა, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უარი არ თქვეს რუსეთში საქმიანობის გაგრძელებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S