Accentnews.ge
კრემლმა რუსეთის ხელმძღვანელობის ვენესუელაში ევაკუაციის გეგმა შეიმუშავა

კრემლმა რუსეთის ხელმძღვანელობის ვენესუელაში ევაკუაციის გეგმა შეიმუშავა

09/12/2022 05:24:49 მსოფლიო

კრემლში უკრაინასთან ომში მარცხის შემთხვევისთვის რუსეთის ხელმძღვანელობის ვენესუელაში ევაკუაციის გეგმა შეიმუშავეს, - იუწყება პრეზიდენტ პუტინის ყოფილი სფიჩრაითერი აბას გალიამოვი და იქვე დასძენს, რომ ევაკუაციის პროექტზე (კოდური სახელწოდება - "ნოეს კიდობანი" ("Ноев ковчег") მუშაობა გაზაფხულიდან დაიწყო.

გალიამოვის მონაცემებით, თავდაპირველად საევაკუაციო სივრცედ ჩინეთს განიხილავდნენ. "შესაბამისი წინადადება კრემლმა მილიარდერი იური კოვალჩუკისგან მიიღო — ბანკ "Россия"-ს მფლობელისგან, რომელსაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო "პუტინის საფულედ" მოიხსენიებს. თუმცა ჩინეთში ემიგრაციის პერსპექტივაზე კრემლს გული მალევე აუცრუვდა. პუტინის ადმინისტრაციის შეშფოთება უკავშირდება ჩინელების მენტალობას: ისინი "მეტისმეტად ფრთხილები არიან და ამასთანავე, სძულთ დამარცხებულები" - წერს გალიამოვი.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად საევაკუაციო სივრცედ განიხილება ლათინური ამერიკა - არგენტინა ან ვენესუელა. პროექტს კურირებს "როსნეფტის" ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, რომელსაც კარგი პირადი ურთიერთობები აქვს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან და ადრე ვენესუელის ნავთობდარგში მრავალმილიარდიანი ინვესტირებით იყო დაკავებული. უშუალოდ საორგანიზაციო ნაწილი კი ავალია იური კურილინს - "როსნეფტის" ხელმძღვანელის "მარჯვენა ხელს", რომელიც ბოლო დრომდე კომპანიის აპარატს ხელმძღვანელობდა, თუმცა ზაფხულში "როსნეფტი" ფორმალურად დატოვა და ამჟამად სრულადაა დაკავებული რუსეთის ხეელმძღვანელობის საევაკუაციო პროექტით.

ამასთან, ნიკოლას მადუროს საბოლოო მკაფიო პოზიცია ამ საკითხზე კვლავაც უცნობია: უკრაინაში ბლიცკრიგის გეგმის ჩავარდნის შემდეგ იგი პუტინისგან დისტანცირებას ცდილობს. თუ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ერთი დღით ადრე, 23 თებერვალს მადურო უკრაინას "აშშ-ის კოლონიად" მოიხსენიებდა, 1 მარტს კი პუტინთან საუბარში რუსული არმიის მოქმედებებს "მტკიცე მხარდაჭერას" უცხადებდა, რუსული ჯარის მიერ კიევიდან უკან დახევისა და ბუჩას ბარბაროსობისთვის ფარდის ახდის შემდეგ იგი დუმილს ამჯობინებს.

მეტიც, Bloomberg-ის ინფორმაციით, ნოემბერში მადურომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები განაახლა და ეცდება, აშშ-ის სანქციების შერბილებას მიაღწიოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S