Accentnews.ge
აშშ ესტონეთში HIMARS-ებს განათავსებს

აშშ ესტონეთში HIMARS-ებს განათავსებს

09/12/2022 04:56:42 მსოფლიო

უახლოეს ხანებში აშშ ესტონეთში განათავსებს ქვეითთა ასეულსა და ქვედანაყოფს ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა HIMARS-ებით, - იუწყება ტალინში აშშ-ის საელჩო.

"ესტონეთში ამერიკული ძალების თითქმის მუდმივი გაშლა ნაწილია ჩვენი ერთგულებისა კოლექტიური თავდაცვისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების ძალების ერთობლივი გაძლიერების კურსისადმი"- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამერიკული ქვედანაყოფები ესტონეთის თავდაცვის ძალებთან ერთობლივ წვრთნებს გამართავენ, - იუწყება სააგენტო BNS.

"ესტონეთში სამხედრო წარმოდგენილობის გაზრდის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება მეტყველებს მის გრძელვადიან ერთგულებაზე კურსისადმი, დაიცვას ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება და მნიშვნელოვნად გააძლიეროს ნატო-ს თავდაცვით პოზიციები", - ციტირებს სააგენტო ესტონეთის თავდაცვის მინისტრ ჰანნო პევკურს.

მისივე თქით, თავად ესტონეთიც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს თავისი დამოუკიდებელი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. ასე, მაგალითად, ქვეყანა ქმნის HIMARS-ის საკუთარ ანალოგს, რომლის პირველი ნიმუშები 2025 წლისთვის იქნება მზად. "ამდენად, ამერიკულ HIMARS-ებთან მუშაობის გამოცდილება სასარგებლო იქნება ესტონელი სამხედროებისთვის" - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: ამერიკული HIMARS-ები უკრაინას რუსეთთან ომში გარდატეხის შეტანაში დაეხმარა. მიმდინარე წლის განმავლობაში აშშ-მა კიევს 20-მდე ერთეული HIMARS მიაწოდა.

ნატო-ს მადრიდის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ევროპაში ამერიკული ძალების წარმოდგენილობის გაზრდის პირობა დადო. საუბარია, მათ შორის, ბრიტანეთზე, ესპანეთზე, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S