მედია – რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში, ავიაბაზაზე ათზე მეტი აფეთქება მოხდა
08/12/2022 16:29:25 მსოფლიო
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში მდებარე ავიაბაზაზე ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, – იუწყება უკრაინული მედია.
მისი ცნობით, ბაზაზე ათზე მეტი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის უფროსი ადასტურებს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო მანქანები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.


