Accentnews.ge
„The New York Times“-ის ათასზე მეტი ჟურნალისტი გაიფიცა

„The New York Times“-ის ათასზე მეტი ჟურნალისტი გაიფიცა

08/12/2022 15:58:45 მსოფლიო

გაზეთ "The New York Times"-ის რედაქციის წევრთა უდიდესი ნაწილმა, 1100-მდე ჟურნალისტმა გაფიცვა გამოაცხადა და 24 საათით მუშაობა შეაჩერა.

გაფიცვის მიზეზი ისაა, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე ხელფასების ზრდის და შინ მუშაობის პირობების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

ნიუ-იორკის პროფკავშირის "The NewsGuild"-ის წევრების ცნობით, 2021 წლის მარტის შემდეგ მიმდინარე მოლაპარაკება გაჭიანურდა და მათ შედეგი სურთ.

გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილემ კლიფ ლევიმ განაცხადა, რომ თანამშრომლებს შესთავაზეს ხელფასების 5,5 %-ით გაზრდა დაუყოვნებლივ და შემდეგ 2023 და 2024 წლებში 3-3 %-ით. პროფესიული კავშირი მოითხოვს, რომ ხელფასები ჟურნალისტებს 10 %-ით დაუყოვნებლივ გაუზარდონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S