
პუტინი, რომელმაც უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა: "დიახ, ჩვენ ვბომბავთ ენერგოინფრასტრუქტურას, მაგრამ ვინ დაიწყო ყველაფერი?"
08/12/2022 15:26:45 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსული მხარე უკრაინაში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. ამის შესახებ მან "რუსეთის გმირების" დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
”დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებთ. მაგრამ ვინ დაიწყო ეს?", განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელმაც 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა.
მან ჩამოთვალა არაერთი მოვლენა, რაშიც უკრაინელებს ადანაშაულებს:
„ვინ დაარტყა ყირიმის ხიდს? ვინ ააფეთქა ელექტროგადამცემი ხაზები კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან?".