Accentnews.ge
რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლაზე უარი განუცხადეს

რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლაზე უარი განუცხადეს

08/12/2022 14:33:49 მსოფლიო

რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში გაწევრიანებაზე უარი განუცხადეს, ხორვატიამ კი ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა. ქვეყანა შენგენის ზონაში 2023 წლის პირველი იანვრიდან იქნება.

რუმინეთისა და ბულგარეთის ზონის წევრობის მთავარი მოწინააღმდეგე ავსტრია იყო. ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ქვეყნების დაბლოკვის მიზეზად არალეგალების შედინება და უსაფრთხოება დაასახელა. ბულგარეთის ზონაში გაწევრიანებას ნიდარლენდებიც ეწინააღმდეგებოდა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რომლებიც ადრე გაფართოების წინააღმდეგი იყვნენ, ახლა მათი პოლიტიკა შერბილდა და ქვეყნების შესვლას მხარი დაუჭირეს.

შენგენის ზონის წევრობაზე ყველა ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

შენგენის ზონაში 26 ქვეყანაა, რომლებმაც ოფიციალურად გააუქმეს პასპორტები და ყველა სხვა სახის სასაზღვრო კონტროლი ერთმანეთის საზღვრებზე. ეს ტერიტორია ძირითადად ფუნქციონირებს როგორც ერთიანი იურისდიქცია საერთაშორისო სამოგზაურო მიზნებისთვის, საერთო სავიზო პოლიტიკით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S