Accentnews.ge
აშშ–მა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს

აშშ–მა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს

08/12/2022 13:25:02 მსოფლიო

ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრინერი რუსეთის ციხიდან გაათავისუფლეს. ის ვიქტორ ბუტში გაცვალეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაცვლა დღეს აბუ დაბის აეროპორტში მოხდა.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი ამ საკითხზე საგანგებო მიმართვას გამოაქვეყნებს.

ბუტი რუსი იარაღით მოვაჭრეა. იგი პოლიციამ ტაილანდში 2008 წელს დააპატიმრა და აშშ-ის თხოვნით მისი ექსტრადიცია მოახდინა. 2011 წლის ნოემბერში ნიუ-იორკის სასამართლომ ვიქტორ ბუტი დამნაშავედ სცნო და მას 25–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა "ტერორისტული ორგანიზაციებისათვის იარაღის მიყიდვის მცდელობის გამო".

გრინერი კალათბურთის ამერიკელი ვარსკვლავია. 31 წლის გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. მას ნარკოდანაშაულს ედავებიან. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება – კანაფის ზეთი ჰქონდა თან ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში. გრინერს ათწლიანი პატიმრობა ემუქრება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვისთვის, რაც კრიტიკოსების ვარაუდით, მოსკოვის მცდელობაა, ვაშინგტონისგან დათმობები მიიღოს უკრაინაში ომის ფონზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S