
ნიკოლოზ სააკაშვილი: "გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე, დაგვიდექით გვერდში"
08/12/2022 12:29:15 პოლიტიკა, საზოგადოება
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
"ქართველებო, ქვეყნის პატრიოტებო, საქართველოს მეგობრებო, გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე. დაგვიდექით გვერდში", – წერს ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ მსგავსი შინაარსის მიმართვა გაავრცელა სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამაც:
“მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან.
ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს”, – ნათქვამია ალასანიას განცხადებაში.
9 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავს.