Accentnews.ge
გიული ალასანია – 9 დეკემბრის აქციის შესახებ: "ვთხოვ ყველას, მოვიდეს სასამართლოსთან"

გიული ალასანია – 9 დეკემბრის აქციის შესახებ: "ვთხოვ ყველას, მოვიდეს სასამართლოსთან"

08/12/2022 09:11:29 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა საზოგადოებას 9 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლას სთხოვს. აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

“მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან.

ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს”, – ნათქვამია ალასანიას განცხადებაში.

9 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S