
გიული ალასანია: "პრემიერის ეს მორწმუნეობა მომწონს, მაგრამ არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში, მარტო ღმერთის იმედად უნდა ვიყოთ"
08/12/2022 09:00:00 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "მარტო ღმერთის იმედად ვერ იქნება".
„მისი [პრემიერის] ეს მორწმუნეობა მომწონს, მაგრამ არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში, მარტო ღმერთის იმედად უნდა ვიყოთ. კონკრეტული მოსამართლეები მონაწილეები იქნებიან ამ პროცესის და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს მათი ჰუმანურობის, მათი პროფესიონალიზმის და ობიექტურობის", - განაცხადა გიული ალასანიამ.
მისი განცხადებით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს და ძნელად წარმოსადგენია, მან ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრება შეძლოს:
„ალბათ, ადვოკატთან განიხილავს მისი დასწრება-არდასწრების საკითხს. ჩემი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, რამდენი ხანია ამას ვითხოვთ. მისი ჯანმრთელობა მოითხოვს ამას. ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ ამ პროცესზე".