რუსეთის ავიაბაზაზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ 9 ბომბდამშენი გაუჩინარდა
08/12/2022 08:47:46 მსოფლიო
სულ მცირე, ცხრა სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-22M გაუჩინარდა რუსეთში, რიაზანთან მდებარე “დიაგილევოს” ავიაბაზიდან, უპილოტო საფრენი აპარატით მიტანილი დარტყმის შემდეგ. ამაზე მეტყველებს Planet.com-ის სატელიტური ფოტოები, რომლებიც 7 დეკემბრის დილით არის გადაღებული.
5 დეკემბერს, დილით, ცნობილი გახდა აფეთქებების შესახებ „ენგელსის“ სტრატეგიულ საავიაციო აეროდრომზე და „დიაგილევოს“ ავიაბაზაზე. დიაგილევოში, რომელიც ფრონტის ხაზიდან 500 კილომეტრშია, განლაგებულია ილ-76 –ის თვითმფრინავები, შორი დისტანციის ავიაციის პილოტების საბრძოლო გამოყენებისა და გადამზადების 43-ე ცენტრი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა.
6 დეკემბერს, დილით, რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ დრონის თავდასხმის შემდეგ რეგიონის აეროდრომზე ხანძარი გაჩნდა.
უკრაინული მხარე ტრადიციულად, ოფიციალურად არ აკეთებს კომენტარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების შესახებ ცნობებზე.
თავდასხმები ირიბად დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა - აფეთქებების შესახებ ცნობების შემდეგ, მან Twitter-ზე დაწერა, რომ "დედამიწა მრგვალია".
იხილეთ ასევე: ოპერატიულიდან სტრატეგიულ სიღრმემდე: თვისობრივად ახალი ფაზა რუსეთ–უკრაინის ომში


