Accentnews.ge
მედია – ბაიდენის ადმინისტრაცია თავს იკავებს უკრაინის თხოვნაზე, მიაწოდოს კასეტური ქობინები

მედია – ბაიდენის ადმინისტრაცია თავს იკავებს უკრაინის თხოვნაზე, მიაწოდოს კასეტური ქობინები

08/12/2022 06:42:05 მსოფლიო

უკრაინა აშშ-ს რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებისთვის კასეტური ქობინების მიწოდებას სთხოვს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია თავს იკავებს, – იუწყება CNN ამერიკელ და უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა წერს, სხვა ქვეყნისთვის კასეტური ქობინების გადაცემა კონგრესის დადგენილებით არის შეზღუდული და აღნიშნულის გამო საკითხი სიღრმისეულად არც განხილულა.

CNN იტყობინება, რომ კასეტური ქობინების მიწოდება კიევისთვის უახლოეს პერსპექტივაში ნაკლებად სავარაუდოა.

”უკრაინის შესაძლებლობა, მიაღწიოს წარმატებას კონფლიქტის მიმდინარე და მომავალ ფაზებში, არანაირად არ არის დამოკიდებული ან არ არის დაკავშირებული ამ საბრძოლო მასალის შესყიდვაზე", - განუცხადა კონგრესის თანაშემწემ CNN-ს.

თავის მხრივ, უკრაინელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ კიევი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას აპირებს რუსული ჯარების წინააღმდეგ და არა რუსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ.

"კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, ყველაზე დიდი არის საფრთხე, რომელსაც იგი სამოქალაქო პირებს უქმნის, რადგან ხშირად აუფეთქებელ მდგომარეობაში რჩება ბრძოლის ველზე. ამ დროისთვის, აშშ-ს არ სჯერა, აღნიშნული საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინის ბრძოლის ველზე წარმატებისთვის აუცილებელია", – იუწყება CNN.

თუმცა, უკრაინის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ რუსები ფართოდ იყენებენ კასეტურ ბომბებს და ძირითადად – სამოქალაქო ადგილებში. უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო იმ ოფიციალურ პირებს შორისაა, რომლებიც აღნიშნული საბრძოლო მასალის მიწოდების მხარდამჭერია.

”ეს ძალზე მნიშვნელოვანია და პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე. ამით უკრაინა ამ ომს ბევრად უფრო სწრაფად დაასრულებს ყველას საკეთილდღეოდ", – განუცხადა მან CNN-ს

აღსანიშნავია, რომ კასეტური იარაღი 2010 წელს მიღებული საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია, თუმცა ამ კონვენციას არ შეერთებია არც უკრაინა, არც აშშ და არც რუსეთი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S