Accentnews.ge
ზელენსკი - ოკუპაციისგან 1 888 ქალაქი და სოფელი გავათავისუფლეთ

ზელენსკი - ოკუპაციისგან 1 888 ქალაქი და სოფელი გავათავისუფლეთ

08/12/2022 06:11:46 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 დასახლება გაათავისუფლეს. მისი თქმით, თითქმის ამდენივე ქალაქი და სოფელი ჯერ ისევ ოკუპირებული რჩება.

"24 თებერვალს რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ ტოტალური ომი დაიწყო.და ეს არის გადარჩენის ომი. ჩვენი ასობით ქალაქი და სოფელი უბრალოდ მთლიანად დაიწვა რუსული დარტყმების გამო. ჩვენ უკვე მოვახერხეთ 1888 დასახლების ოკუპაციისგან გათავისუფლება. მაგრამ უკრაინის თითქმის ამდენივე ქალაქი და სოფელი რჩება ოკუპაციის ქვეშ. და ეს ნიშნავს, რომ ახლა უკრაინის ბრძოლის ველზე მილიონობით ადამიანის ბედი წყდება. მილიონები, რომელთა გადარჩენა შესაძლებელია", განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, არ აქვთ უფლება უკრაინელი ხალხი დატოვონ რუსეთის ოკუპაციაში:

"არ გვაქვს უფლება თუნდაც ერთი უკრაინელი დავტოვოთ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ! რუსულ ფილტრაციის ბანაკებში, სადაც ათასობით ადამიანი უკვე გაუჩინარდა, ან რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ასიათასობით უკრაინელი იქნა დეპორტირებული".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S