Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია 15 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია 15 დასახლებულ პუნქტთან

08/12/2022 06:09:52 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ხარკოვის ოლქის 1, ლუგანსკის ოლქის 4 და დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 7 სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა და 40-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 17 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე და 2 დარტყმა - საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. განადგურებულია 2 უპილოტო საფრენი აპარატიც. უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 6 მართვის პუნქტი, პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 5 ადგილი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S