ISW - პუტინი რუსეთს ხანგრძლივი, იმპერიალისტური ომისთვის ამზადებს
08/12/2022 05:55:29 მსოფლიო
"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამზადებს პირობებს უკრაინაში ხანგრძლივი, იმპერიალისტური ომისთვის.
ცენტრის ანალიტიკოსები განიხილავენ 7 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებთან შეხვედრისას პუტინის განცხადებებს, იმის შესახებ, რომ უკრაინაში „სპეცოპერაცია“ შესაძლოა, „ხანგრძლივი პროცესი“ იყოს და რუსეთისთვის ახალი ტერიტორიების მოპოვებაა ამ პროცესის მნიშვნელოვანი შედეგი.
ამერიკელი ანალიტიკოსების განცხადებით, "პუტინმა თავი მომგებიანად შეადარა პეტრე პირველს და თქვა, რომ დღეს რუსეთი აკონტროლებს აზოვის ზღვას, რომლისთვისაც პეტრე დიდიც იბრძოდა".
ISW-ის შეფასებით, "რუსეთის იმპერიის ისტორიის მოშველიება აჩვენებს, რომ პუტინს უკრაინაში აქვს იმპერიალისტური და ჯერ კიდევ მაქსიმალისტური მიზნები და რუსეთის შიდა აუდიტორიას განაწყობს ხანგრძლივი ომისთვის უკრაინის დამატებითი ტერიტორიების დასაპყრობად".


