Accentnews.ge
სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა - „ვივამედის“ დირექტორი

სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა - „ვივამედის“ დირექტორი

07/12/2022 20:33:00 საზოგადოება

„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "იმედის" ეთერში ისაუბრა.

„მისი პარამეტრები შეესაბამება იმას, რომ პაციენტი აგრძელებდეს მკურნალობას ზოგადი პროფილის თერაპიულ განყოფილებაში, სადაც ის ამჟამად იმყოფება. რა თქმა უნდა, პაციენტს აღენიშნება ზოგადი სისუსტე. პაციენტს აღენიშნება გულისრევის შეგრძნება, თავბრუხვევა. ამას არავინ უარყოფს და ამის კონსტატაცია ხდება ყოველდღიურად მისი ჩივილებიდან გამომდინარე. პაციენტი არის ადინამიური, ნაკლებად აქტიურია, გადააადგილდება მხოლოდ დამხმარე საშუალებების გამოყენებით. რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილის კლინიკაში შეყვანის პირველივე დღიდან „კლინიკა შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს“:

„ჩართულები არიან ჩვენი სპეციალისტები, კონსულტანტები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას როგორც დიაგნოსტიკურ, ასევე სამკურნალო საქმიანობაში და კეთდება ყველა საჭირო მანიპულაცია, რაც აუცილებელია. შედეგი გვაქვს ის, რაზეც საუბრობენ ჩვენი ექიმები, თუნდაც სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრი ექიმები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S