„ისტორა მეორდება“: რომის პაპმა უკრაინის ომი ჰოლოკოსტს შეადარა
07/12/2022 17:58:49 მსოფლიო
რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში რუსეთის შეჭრა მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების გენოციდს შეადარა. პოლონელ მომლოცველებთან საუბრისას მან გაიხსენა ოპერაცია „რაინჰარდტი“ – ნაცისტური გერმანიის პროგრამა ებრაელებისა და ბოშების სისტემატური განადგურების მიზნით ოკუპირებულ პოლონეთში, – წერს The Wall Street Journal.
„ისტორია მეორდება. ნახეთ, რა ხდება ახლა უკრაინაში“, - თქვა რომის პაპმა.
„ოპერაციის რაინჰარდტის მასშტაბები, გარემოებები და მეთოდები ძალიან განსხვავდებოდა უკრაინის ამჟამინდელი ომისგან“, - თქვა პაველ რიტელ-ანდრიანიკმა, პოლონეთის საეპისკოპოსო კონფერენციის საგარეო კომუნიკაციების ოფისის დირექტორმა და დასძინა, „თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რამ შექმნა ამის პირობები - ერთი ქვეყნის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია მეორის წინააღმდეგ - შეიძლება, ვისაუბროთ ისტორიის გამეორებაზე, საიდანაც კაცობრიობამ გაკვეთილი არ ისწავლა“.
ნოემბერში რომის პაპმა უკრაინის ომი 1930-იანი წლების ჰოლოდომორს შეადარა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ ხელოვნურად იყო პროვოცირებული. ამ სადამსჯელო ღონისძიებას, სულ მცირე, 2 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. გამოცემამ ამ კომენტარს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ყველაზე მწვავე დაგმობა უწოდა რომლის პაპის მხრიდან. პონტიფიკოსი წუხდა უკრაინელების ტანჯვის გამო, მაგრამ როგორც წესი, თავს არიდებდა რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირ ბრალდებებს.
„იცით ვის ვადანაშაულებ. არაა საჭირო სახელი და გვარის დაწერა. რატომ არ ვახსენებ პუტინის სახელს? იმიტომ, რომ ეს არ არის საჭირო“, - განუცხადა პაპმა ამერიკულ კათოლიკურ ჟურნალს America–ს.
იმავე ინტერვიუში რომის პაპმა თქვა, რომ უკრაინაში ყველაზე სისასტიკით გამოირჩევიან ჩეჩნები და ბურიატები, ანუ არა რუსულეროვანი სამხედროები.


