Accentnews.ge
"გიჟები არ ვართ": პუტინი ბირთვული ომის მზარდ საფრთხეზე ლაპარაკობს

"გიჟები არ ვართ": პუტინი ბირთვული ომის მზარდ საფრთხეზე ლაპარაკობს

07/12/2022 17:46:46 მსოფლიო

მსოფლიოში ბირთვული ომის საფრთხე იზრდება, – განაცხადა 7 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის ბირთვული იარაღი "უფრო მოწინავე და თანამედროვე ფორმაშია", ვიდრე ნებისმიერი სხვა ბირთვული ძალის და რუსეთი მზადაა გამოიყენოს "ყველა საშუალება" მოკავშირეების დასაცავად.

„ჩვენ არ გავგიჟებულვართ“, - უთხრა პუტინმა რუსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრებს, რომლებთანაც შეხვედრა ვიდეოხიდით გამართა.

„ჩვენ ვიაზრებთ, რა არის ბირთვული იარაღი. ჩვენ არ ვაპირებთ მსოფლიოს მასშტაბით სირბილს და ამ იარაღის საპარსივით ქნევას“, - თქვა პუტინმა მას შემდეგ, რაც თავად დაემუქრა დასავლეთის ქვეყნებს „ყველა საშუალების გამოყენებით“, ხოლო უშიშროების საბჭოს მინისტრის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ოთხჯერ განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ბირთვული ძალების გამოყენება უკრაინასთან კონფლიქტში, თავად კრემლის პროპაგანდა კი მუდმივად ამ თემაზე აქცენტირებს.

ბირთვულ იარაღს რუსეთი განიხილავს, როგორც "თავდაცვას“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ ბირთვული იარაღი ევროპის ქვეყნებში შეერთებული შტატებმა განათავსა და ამავდროულად „ისინი ატარებენ სწავლებებს მატარებლების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“.

ინფორმაციისთვის: ბირთვული დარტყმების თაობაზე რუსეთმა არც თუ დიდი ხნის წინ თავად ჩაატარა წვრთნა.

„არავინ ამჩნევს და არ სურს, შეამჩნიოს და ნახოს, რა კეთდება და რას ამბობენ მეზობელ ქვეყნებში, დასავლეთის ქვეყნებში“, - დაიჩივლა აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა, რომლის არმიამაც მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა და აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს, ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ენერგოობიექტებს.

პუტინმა ერთის მხრივ, გაიხსენა, რომ რუსეთის ეროვნული ბირთვული დოქტრინა "აშენებულია ე.წ. საპასუხო დარტყმის გარშემო": ”როდესაც ჩვენ გვირტყამენ, ჩვენ ვპასუხობთ“. მეორეს მხრივ, აღნიშნა, „თქმა, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ იქნება პირველი, ვინც ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ძლიერად შეზღუდავს ბირთვულ ომში რეაგირების შესაძლებლობას“:

„თუ პირველი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს [ბირთვულ იარაღს], მაშინ არც მეორე გამოიყენებს. იმიტომ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმის შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია“.

შეგახსენებთ, რომ პუტინი 21 სექტემბერს დაიმუქრა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების შესანარჩუნებლად "ყველა შესაძლო საშუალების" გამოყენებით. 1 ნოემბერს, ხერსონის ჩაბარებამდე ერთი კვირით ადრე, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიების „დაკავება“ არის ბირთვული დოქტრინის პუნქტის გამოყენების საფუძველი, რომელიც მტერზე დარტყმის საშუალებას იძლევა. თუმცა 11 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდა. დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკიც.

სექტემბრის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა კრემლი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების "კატასტროფული შედეგების" შესახებ, ხოლო ნოემბრის შუა რიცხვებში მათ კვლავ ისაუბრეს ამ თემაზე CIA-ს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსსა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს შორის მოლაპარაკებების დროს.

„ჩვენ განვმარტეთ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება შედეგებს მოჰყვება. ჩვენი პასუხი იყო ერთსულოვანი და ამის შემდეგ რუსეთი ფუნდამენტურად განსხვავებულ იარაღზე გადავიდა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები დაიწყო“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა 3 დეკემბერს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S