Accentnews.ge
თალიბებმა ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ პირველი საჯარო სიკვდილით დასჯა განახორციელეს

თალიბებმა ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ პირველი საჯარო სიკვდილით დასჯა განახორციელეს

07/12/2022 17:18:21 მსოფლიო

თალიბანმა ავღანეტში ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ პირველად განახორციელა სიკვდილთ საჯარო დასჯა: 7 დეკემბერს, 5 წლის წინ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ Associated Press (AP) „თალიბანზე“ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

ავღანეთის ახალი მმართველები აპირებენ, გააგრძელონ მკაცრი პოლიტიკა და დაიცვან შარიათის კანონის მათი ინტერპრეტაცია, – თქვა დაჯგუფების პრეს–ცენტრის წარმომადგენელმა.

სიკვდილით დასჯილის შესახებ ცნობილია, რომ მას ერქვა ტაიმირი, ცხოვრობდა ჰერატის პროვინციაში და დაახლოებით 5 წლის წინ მკვლელობისთვის, მოტოციკლისა და მობილური ტელეფონის ქურდობისთვის გაასამართლეს.

მისი მსხვერპლი იდენტიფიცირებულია როგორც მამაკაცი, სახელად მუსტაფა, მეზობელი პროვინცია ფარაჰიდან. მისმა ოჯახმა მკვლელობაში ტამირი დაადანაშაულა, რის შემდეგაც იგი თალიბებმა დააკავეს,– ყვება დაჯგუფების წარმომადგენელი.

მისი მტკიცებით, სასჯელის აღსრულების გადაწყვეტილება "ძალიან ფრთხილად იქნა მიღებული: იგი დაამტკიცა ქვეყნის სამმა უმაღლესმა სასამართლომ და „თალიბანის“ უზენაესმა ლიდერმა მულა ჰაიბათულა ახუნძადამ“.

სიკვდილით დასჯა დასავლეთის პროვინცია ფარაჰში ასობით მაყურებლისა და „თალიბანის“ მრავალი მაღალი თანამდებობის პირის თვალწინ განხორციელდა. სიკვდილით დასჯას, მათ შორის, ესწრებოდნენ „თალიბანის“ ვიცე-პრემიერი მულა აბდულ განი ბარადარი და შინაგან საქმეთა მინისტრი სირაჯუდინ ჰაქანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S