Accentnews.ge
ვირუსული ინფექციების გავრცელება მცირდება - გაბუნია

ვირუსული ინფექციების გავრცელება მცირდება - გაბუნია

07/12/2022 15:30:23 საზოგადოება

ვირუსული ინფექციების გავრცელება კლებისკენ მიდის,– ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, კლების ტენდენცია კლინიკურ სექტორსაც ეტყობა.

"დეკემბერში, კიდევ უფრო დასტაბილურდება ვითარება. მნიშვნელოვნად შემცირდა რესპირაციულ-სენსიტიური ვირუსის გავრცელებაც, რომელმაც 0-2 წლამდე ასაკის ბავშვებში, შესაძლოა, გამოიწვიოს გართულება, ბრონქიოლიტის სახით“ ,

მისივე განცხადებით, COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, ერთგვარი დამცავი აღმოჩნდა გრიპის და სხვა, გრიპის მაგვარი ვირუსებისგანაც, ხოლო ამან, თავის მხრივ, იმუნიტეტის ჩავარდნა გამოიწვია.

თამარ გაბუნიას თქმით, წელს, სეზონური ვირუსების ცირკულაციას, ჩვენი ორგანიზმი მოუმზადებელი შეხვდა და ის ტალღაც უფრო ადრე გამოვლინდა, რომელიც სხვა დროს, დეკემბრის ბოლოს იწყება ხოლმე.

„დღეს, ძირითადად, ცირკულირებს ადენოვირუსი, არის გრიპის ვირუსებიც, რომელიც ყოველთვის არსებობდა. თუმცა, ისევ და ისევ შესუსტებული იმუნიტეტიდან გამომდინარე, შესაძლოა, კლინიკური მიმდინარეობა უფრო მკაფიო იყოს, ვიდრე სხვა დროს, სხვა შემთხვევაში იქნებოდა“, – აღნიშნავს თამარ გაბუნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S