
მკურნალი ექიმი: "სააკაშვილი იღებს საკვებს მცირე ულუფებით და ირგებს, არავის უთქვამს შიმშილობა"
07/12/2022 12:21:44 პოლიტიკა, საზოგადოება
ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის თამარ დავარაშვილის თქმით, "ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკვებს მცირე უფლებებით იღებს და ირგებს".
როგორც ექიმმა "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნა, მას არც ერთ სამედიცინო დოკუმენტში არ უწერია, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკვებს გამიზნულად არ იღებს.
"მე მიწერია, რომ იღებს მისთვის სასურველ საკვებს, მცირე ულუფებით და ირგებს. არავის უთქვამს შიმშილობა. აქ მოსული იყო სახალხო დამცველის აპარატი და რეანიმატოლოგი, ბატონი გია გრიგოლია და ჩვენ ვისაუბრეთ, რატომ არ გამოვიდა და არ თქვა, რომ შიმშილობსო? ჩემი პაციენტი მეუბნება, თავისუფლად შეგიძლია, ინტერვიუ არ გასცეო. მკურნალმა ექიმმა არ უნდა გასცეს ინტერვიუ. ეს არის პაციენტის სურვილი", – განაცხადა დავარაშვილმა.