Accentnews.ge
კრიმინალი რუსეთში ფრონტიდან დაბრუნდა

კრიმინალი რუსეთში ფრონტიდან დაბრუნდა

07/12/2022 12:11:42 მსოფლიო

რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს თითქმის ერთი დღე დასჭირდათ უკრაინის საზღვარზე მდებარე პატარა ქალაქ ნოვოშახტინსკში შეიარაღებული პირის საპოვნელად, რომელმაც გაქცევამდე პოლიციელებს გაუხსნა ცეცხლი და ერთი მათგანი დაჭრა.

მედია წერს, რომ ქალაქის ცხოვრება პარალიზებული იყო.

„ყოველგან აცნობებენ და წერენ, რომ ბავშვები სახლიდან არ გაუშვან. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები არიან, ყველგან პოლიციის მანქანებია “,– თქვა ერთ–ერთმა ადგილობრივმა.

თითქმის გივეს წერდა РИА Новости: „ნოვოშახტინსკის პოლიციის მთელი პერსონალი ჩართულია. ქალაქის ადმინისტრაცია მოსახლეობას სთხოვს, დატოვონ ქუჩები, თავი შეაფარონ შენობებს და არ ეცადონ, მონაწილეობა მიიღონ ეჭვმიტანილის დაკავებაში საკუთარი ძალებით“.

კამუფლირებული, შეიარაღებული პირი მიტოვებულ ღორის ფერმაში იპოვეს. „ბაზას“ ცნობით, ის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლი აღმოჩნდა:

„პაველ ნიკოლინი ქურდობისა და ძარცვისთვის იხდიდა სასჯელს უფას კოლონიაში. იქიდან ის გადაიყვანეს „ვაგნერში“. 24 ნოემბერს ნიკოლინმა გადაიფიქრა ბრძოლა და გაიქცა“.

ძალოვანები ცნობას არ ადასტურებენ. თავის მხრივ, გასამხედროებული ნაწილის რეაქცია ჟურნალისტების მიმართ მუქარას შეიცავს:

„აუცილებელია, ცალკე ჩატარდეს გამოძიება იმის თაობაზე, თუ როგორ მოხვდა ჟურნალისტების ხელში ინციდენტი, რომელიც საიდუმლო უნდა ყოფილიყო. ასევე, როგორ გადაკვეთა ამ ადამიანმა რუსეთის ფედერაციის საზღვარი. ამ გამოძიებას „ვაგნერის“ სამუშაო ჯგუფი ჩაატარებს“.

ზოგიერთი კომენტატორი შიშობს, რომ როსტოვის რეგიონში მომხდარი ინციდენტი მხოლოდ საწყისი ეტაპია:

”მაინტერესებს, რისი იმედი ჰქონდა ხელისუფლებას, როცა პრიგოჟინს [ვაგნერის დამფუძნებელი, პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი] მსჯავრდებულების გადაბირების ნებას რთავდნენ? რომ მათ ომში უროთი დააკავებს? სერიოზულად?",– კითხულობს ჟურნალისტი ტატიანა ფელგენგაუერი.

ამასთან,ცნობილია, რომ რუსეთის უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში იარაღის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულის რიცხვის ფეთქებადი ზრდა დაფიქსირდა. ექსპერტებმა ეს ბუნებრივ მოვლენად მიიჩნიეს.

„როგორც ჩანს, სასაზღვრო რაიონებში იარაღის კონტროლი საერთოდ არ ხორციელდება ან პირიქით, ეს რაღაც მსხვილი ბიზნესია. ჩვენ ვენ არ ვიცით, მაგრამ შეიძლება, გამოიცნოთ: თუ სრულიად დაარღვევთ საკუთარ საკანონმდებლო ჩარჩოს, თუ გყავთ რამდენიმე ბელადი, რომლებიც დადიან კოლონიებში, აგროვებენ ხალხს ომისთვის, მაშინ ასეთი რამეები მოხდება“,– ამბობს პოლიტოლოგი ეკატერინე შულმანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S