რუსი პოლიტიკოსები არმიას უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში მაწანწალა ძაღლების გამოყენებას სთავაზობენ
07/12/2022 11:42:28 მსოფლიო
კიდევ ერთი რუსი რეგიონალური პოლიტიკოსი გამოდის უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში მაწანწალა ძაღლების გამოყენების შეთავაზებით. სარატოვის ოლქის სამოქალაქო პალატის ხელმძღვანელმა ბორის შინჩუკმა (სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი) გააჟერა ინიციატივა "უკრაინელი ნაციონალისტების პოზიციებზე" ცხოველების შეყრის შესახებ.
მეორე დღეს, ორლოვის ოლქის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატმა ვიქტორ მაკაროვმა შესთავაზა მაწანწალა ძაღლების გაწვრთნა უკრაინული ტანკების წინააღმდეგ ბრძოლაში.
იხილეთ ასევე: ოპერატიულიდან სტრატეგიულ სიღრმემდე: თვისობრივად ახალი ფაზა რუსეთ–უკრაინის ომში


