Accentnews.ge
ჯარისკაცებზე ნადირობა რუსეთში

ჯარისკაცებზე ნადირობა რუსეთში

07/12/2022 11:18:11 მსოფლიო

ალყა ადამიანს სასოწარკვეთილი ნაბიჯისკენ უბიძგებს ხოლმე. მაგალითად, მოსკოვში ბიჭი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის შენობის ფანჯრიდან გადმოხტა და ამ გზით სცადა, თავი აერიდებინა არასასურველი გაწვევისა და ფრონტის ხაზზე მოხვედრის პერსპექტივისთვის.

როგორც „ბაზა“ წერს, ინციდენტი 5 დეკემბერს მოხდა. „19 წლის ალექსეი სარატოვსკაიას ქუჩაზე სამხედრო კომისარიატში აღმოჩნდა. ბიჭი სამხედრო სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო, რაც ალექსეის კატეგორიულად არ სურდა. იმდენად, რომ მეოთხე სართულის ფანჯარა გააღო და გადახტა“.

მოგვიანებით, სკლიფოსოვსკის საავადმყოფოში ბიჭს დაუდგინდა რამდენიმე სერიოზული მოტეხილობა. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის მანძილზე მას მკურნალობა მოუწევს.

უფლებადამცველებმა იციან შემთხვევა, როდესაც მსგავს ვითარებაში ახალგაზრდა მამაკაცი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისიდან გაიქცა და იქ დატოვა საბუთები.

”ის მოსკოვში ჩავიდა შორეული აღმოსავლეთიდან. ცხოვრობდა ჰოსტელში. პოლიციის ალყა დილიდან დაიწყო [წვევამდელთა შესაბამის უწყებაში მისაყვანად – რედ.]. გაღვიძებისთანავე მეგობართან ერთად ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში, სადაც ჩაკეტეს, წაართვეს პასპორტები. აურზაურით ისარგებლა და უკანა კარიდან გაიქცა",– იხსენებს ალექსეი ტაბალოვი.

რუსეტში მოქმედი კანონის თანახმად, სტუდენტები სამხედრო სამსახურის გადავადებას ექვემდებარებიან, თუმცა მათი გამოძახება ჯერ კიდევ 1 ნოემბერს დაწყებული გაწვევისთანავე დაიწყეს. მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა კრასნოიარსკის მკვიდრი.

„მამამ აიღო ცნობა უნივერსიტეტიდან, რომ ბიჭი სტუდენტი იყო. მიიტანა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში და იქ უთხრეს, რომ მობილიზებულის უკან დაბრუნების უფლება არ ჰქონდათ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჩარიცხვის ბრძანება მობილიზებიდან რამდენიმე დღეში გაფორმდა“,– ამბობს ბიჭის ოჯახის წევრი ეკატერინა ბარსუკოვა.

ადვოკატები აღნიშნავენ, რომ რუსეთში მოქმედი კანონი არ იძლევა მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში მათი ნების საწინააღმდეგოდ მიყვანის უფლებას.

„სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, ჩამოართვან წვევამდელებს თავისუფლება. პოლიციელებს, კანონით, შეუძლიათ განახორციელონ წვევამდელების მიყვანა, მაგრამ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას. იძულებით მიყვანა შესაძლებელია მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ არა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში”,– განმარტავს პაველ ჩიკოვი.

გაწვევა 31 დეკემბერს დასრულდება, იანვარში კი, ზოგიერთი მედიის ცნობით, შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს. კრემლმა ეს კატეგორიულად უარყო, თუმცა არსებული პრაქტიკა ომის მოწინააღმდეგეებს კრემლის უარყოფა სიმშვიდის საფუძველს არაძლევს: ვლადიმირ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებამდე ორიოდე დღით ადე სწორედ ასევე კატეგორიულად უარყოფდნენ მსგავს შესაძლებლობას.

"რუსეთის ხელისუფლებამ პირდაპირ უპასუხა ჭორებს მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ, ცდილობს რა, შეაკავოს სოციალური მღელვარება,– ფიქრობენ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მკვლევრები ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის 6 დეკემბერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც მოუწოდა რუსებს, არ მიაქციონ ყურადღება „პროვოკაციულ ცნობებს“ რუსეთში მობილიზაციის გაგრძელების შესახებ.

„პესკოვის მტკიცება სავარაუდოდ, მიზნად ისახავს რუსული ოპოზიციის და ომის მომხრე ტელეგრამ–არხების მზარდი გავლენის დისკრედიტაციას, რომლებიც მუდმივად იუწყებიან მობილიზაციის 2023 წელს გაგრძელების თაობაზე კრემლის განზრახვის ნიშნების შესახებ“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ანალიტიკოსებიც ვარაუდობენ, რომ მოსკოვი ამზადებს ნიადაგს შემდგომი მობილიზაციისთვის:

„როგორც ჩანს, კრემლი შორდება ომის შეზღუდულ რიტორიკას (რომელიც გამოიყენებოდა საზოგადოებაში ომის შესახებ შიშის შესამსუბუქებლად) საზოგადოების მოსამზადებლად შემდგომი მობილიზაციის ტალღებისთვის“.

კერძოდ, ISW იხსენებს, რომ ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში გამოაცხადეს ტერიტორიული თავდაცვის რაზმების ფორმირების შესახებ, ბევრ მშვიდობიან მოქალაქეს გააცნეს ომი "რუსეთის სასაზღვრო რეგიონებზე უკრაინის სახმელეთო თავდასხმის საფრთხის აბსურდული საბაბით".

ამავდროულად, მოხსენების ავტორების აზრით, მობილიზაციის მეორე ტალღა, საყოველთაო მობილიზაცია და ომის ფორმალური გამოცხადებაც კი არ მოხსნის რუსეთის არმიისთვის დამახასიათებელ შეზღუდვებს მოკლევადიან პერსპექტივაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S